თეგებით ძიება
14. 05. 2021 სპორტი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აირჩიეს

დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე მიმდინარე გამოკითხვა სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად.

„ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელიც მართლაც მაღალ დონეზე ატარებს სეზონს, 19621 ხმა მიიღო და გულშემატკივრების გამოკითხვაში პირველობა არავის დაუთმო. ხმის მიცემა 27 აპრილს დაიწყო და 14 მაისს დასრულდა.

თუმცა მხოლოდ ქომაგების ხმები სეზონის საუკეთესოდ აღიარებისთვის საკმარისი არ არის. გამოკითხვაში მონაწილეობას ესპანეთის პირველობის („ლიგა ენდესა“) მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები იღებენ.

ამ ოთხი სეგმენტიდან თითოეულს (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით.

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აირჩიეს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა