თეგებით ძიება

"გადავწყვიტე სექსუსლური განათლების სახელმძღვანელოებში გარკვევა..." - რა აღმოაჩინა სიყვარულზე ბაია პატარაიამ

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გადავწყვიტე სექსუსლური განათლების სახელმძღვანელოებში გარკვევა და გამოვიწერე წიგნები. პირველი ცოტა ძაან ფილოსოფიური შემომხვდა და ავტორის ერთ საინტერესო მოსაზრებას გაგაცნობთ სიყვარულზე. ჰამაკი (ავტორის გვარია) ამბობს, ძველ ბერძნებმა იმდენი იცოდნენ სიყვარულზე, რამდენიც ესკიმოსებმა თოვლზეო და შესაბამისად, არა ერთი, არამედ ხუთი სიტყვით გამოხატავდნენო მას, კერძოდ: მანია, ეროსი, პრაგმა, ფილია, აღაპე.
ავტორი მიიჩნევს, რომ ეს ხუთი სახეობა კი არ არის სიყვარულისა, არამედ ეტაპებია, რომელიც წყვილმა თანმიმდევრულად და სრულად უნდა გაიაროს მთელი ცხოვრების მანძილზე და ასე ხსნის თითოეულს:

მანია - როცა სხვა ვერაფერზე ფიქრობ, მოკლევადიანი და ძალზედ ინტენსიური. (მგონი, თანამედროვრობაში დაქრაშვა შეარქვეს ამას..

ეროსი - ეროტიული მიზიდულობა, თუ ის სხვა ფორმის სიყვარულებითაც განმტკიცდება, შესაძლოა, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაუქვრელ ნელ ცეცხლად იქცეს.

პრაგმა - აქედან მოდის სიტყვა პრაგმატულიც, საკუთარის დათმობა რათა საერთოს გაჩენა შესაძლებელი იყოს, გაცემა.

ფილია - მეგობრობის სიყვარული, ღრმა ადამიანური კავშირი.

აღაპე - სულიერი, ღვთიური სიყვარული, როცა თავად ვიქცევით სიყვარულად.

ავტორი ამბობს, რომ დღევანდელობაში გავრცელებულია ორი რამ:
1. ბევრი პარტნიორისა და ბევრი ორგაზმის გამოდევნება. ეს მომხმარებლური დამოკიდებულებაა, როცა მეტს სულაც არ მოაქვს სისავსის შეგრძნება და ფაქტიურად გამორიცხავს ღრმა სიყვარულს, რაც ენატრებათ და სურთ ადამიანებს.
2. "სერიული მონოგამია", როცა ერთ ადამიანთან გარკვეული პერიოდით ვართ (ტიპიურად 8 წელი) და მერე ვიცვლით პარტნიორს და ვეძებთ ახალს. "სერიული მონოგამიის" პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ ახალ პარტნიორთან ვიწყებთ თავიდან ზემოთხსენებული 5 ეტაპის გავლას და ამით უკან ვბრუნდებით სიყვარულში, წინსვლის ნაცვლად", - წერს პატარაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა