თეგებით ძიება

"ცოტა ხნის წინ გავიკეთე ოპერაცია..." - როგორია ნინო ლომჯარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით ოპერაცია გაიკეტა, რის გამო უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერ იქნება ჩართული.

როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელსი წერს, ახლა თავს უკეთ გრძნობს და რეაბილიტაციის კურს გადის.

"მეგობრებო, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ გავიკეთე ოპერაცია და ამჟამად ვიმყოფები რეაბილიტაციის რეჟიმში. თავს უკეთ ვგრძნობ და ვმუშაობ დისტანციურად, თუმცა, საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები პირადად ჩართული. იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დიდი მადლობა ყველას, ვინც იცოდით და მგულშემატკივრობდით, მადლობა ყველას წინასწარ მხარდაჭერისთვის და კეთილი სურვილებისთვის, რაც ძალიან მაძლიერებს. ბოდიში, ვინც მწერდით და დროულად ვერ გიპასუხეთ", - წერს ლომჯარია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა