7 მიზეზი, თუ რატომ აშინებთ მამაკაცებს ჭკვიანი ქალი
1. ჭკვიანი ქალი რთულ შეკითხვებს სვამს.
ის შეისწავლის თქვენს ცხოვრებას და დაგისვამთ ისეთ კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა ძალიან რთულია. პირველ პაემანზეც კი, ის ღრმად იჭრება და პირადულ თუ ფილოსოფიურ შეკითხვებს სვამს - ჭკვიანი ქალი ვერასოდეს ისიამოვნებს ზედაპირული საუბრით.
2. ჭკვიანი ქალი გულახდილია
ძალიან გულახდილი - ხშირად გულუბრყვილოდაც კი. მას უბრალოდ სწამს პატიოსნების. თუ რამეს ჰკითხავთ, ის სიმართლეს გეტყვით და იგივეს მოელის თქვენგანაც.
3. ჭკვიან ქალს ღრმა ურთიერთობა სურს
მას სურს გრძელი საუბრები თქვენს ცხოვრებაზე, სურს მოისმინოს ისტორიები თქვენი წარსულიდან, სურს გააცნობიეროს თქვენი ტკივილი და სურს თქვენს ცხოვრებას მნიშვნელობა მიანიჭოს. მას სურს ნამდვილი ურთიერთობა, რომელიც სცილდება ერთად ჭამასა და გართობას.
4. ჭკვიან ქალს არ ეშინია ინტიმური ურთიერთობის
მას არ ეშინია დაახლოების და არ ფიქრობს, რომ ეს მას დაუცველს გახდის. მისი სიღრმე და ინტიმური ურთიერთობა თანხვედრაშია - ის ყოველთვის აფასებს ინტიმური ურთიერთობის სილამაზეს ურთიერთობებში.
5. ჭკვიანი ქალი ინტენსიურია, მისი ემოციები და ფიქრები მძაფრია
ის ვერასოდეს შეინარჩუნებს სიმშვიდეს, როდესაც საქმე მისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. ყველას არ აქვს ისეთი ძალა, რომ მის სიმძაფრეს გაუმკლავდეს.
6. ჭკვიანმა ქალმა მხოლოდ ღრმად სიყვარული იცის
თუ თქვენ ვერ შეძლებთ მის შეყვარებას, ის წავა. მან არ იცის, როგორ უნდა იმეგობროს მასთან, ვის მიმართაც გრძნობები აქვს. ჭკვიანმა ქალმა იცის, როდის მობრუნდეს შუა გზიდან და სხვა მიმართულებით წავიდეს. ის ნელ-ნელა გაეცლება ყველას, ვინც ვერ შეძლებს იმ სიყვარულის მიცემას, რომელსაც ეძებდა.
7. ჭკვიანი ქალი არ დაგიცდის, ის არ დაელოდება, თუ როდის მიიღებთ გადაწყვეტილებას
ჭკვიანი ქალი საკმარისად ძლიერი და ვნებიანია იმისთვის, რომ გრძნობები მასზე დახარჯოს, ვინც არ აფასებს მის სიღრმეს. მიუხედავად იმისა, რომ ის განსაკუთრებულ სიყვარულს ეძებს, ჭკვიან ქალს არ აშინებს მარტოობა.
trend.ge