ორიგინალური სალათა იაპონელი შეფისგან
ინგრედიენტები:
3 ცალი დიდი ზომის ბადრიჯანი
1 ცალი კიტრი
1 ცალი სტაფილო
მწვანე ხახვი
1 ქილა დაკონსერვებული თინუსი
1 ს. კ. სოიოს სოუსი
½ ლიმონის წვენი
½ ჩ. კ. შაქარი
1 ს. კ. კუნჯუთის (სეზამის) ზეთი
მომზადება:
ბადრიჯანი გაჭერით შუაზე და მოხარშეთ ორთქლზე 6-7 წუთის განმავლობაში
კიტრი და სტაფილო და მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი დაჭერით წვრილ ზოლებად და გააჩერეთ ცივ წყალში 10 წუთით, ამოიღეთ და კარგად გაწურეთ
მოხარშული ბადრიჯანი დაწერით ჰორიზონტალურ ზოლებად, დააწყვეთ ზედ თინუსი და ბოსტნეული
ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი და შაქარი შეურიეთ, დაამატეთ კუნჯუთის ზეთი და მოასხით სალათას
ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
gurmania.ge