თეგებით ძიება
17. 05. 2021 სპორტი

ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარება

გერმანიის ეროვნული გუნდისა და „ბარსელონას“ მეკარე ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, – ინფორმაცია ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე თავად ტერ შტეგენმა გაავრცელა.

„გუშინდელი მარცხით იმედგაცრუებული ვარ (იგულისხმება მატჩი „სელტასთან“ 1:2). ჩვენ ლა ლიგას უკვე ვეღარ მოვიგებთ, – წერს ტერ შტეგენი. – სეზონის რთული სტარტის შემდეგ ხასიათი გამოვავლინეთ და 19 მატჩი დაუმარცხებლად ჩავატარეთ, მაგრამ ასეთი ფორმის შენარჩუნება ვეღარ შევძელით.

კლუბის სამედიცინო სამსახურთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მუხლზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა გავიკეთო. ძალიან სევდიანი ვარ, რომ ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას ვერ დავეხმარები. პირველად მრავალი წლის შემდეგ ვიქნები ფანი სახლიდან, ვუგულშემატკივრებ ჩემს ქვეყანას და იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!“.

წყარო:1tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა