თეგებით ძიება

"ქართულ ოცნებას" "გაუტრუხდა" ჰომოსექსუალების დევნა და სხვა უმცირესობაზე დებს ფსონს" - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მოკლედ, "ქართულ ოცნებას" "გაუტრუხდა" ჰომოსექსუალების დევნა და სხვა უმცირესობაზე დებს ფსონს, ამჯერად აზერბაიჯანისა და ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეებისგან ქმნის მტრის ხატს. ჩვენი სუსი პირდაპირ კრემლის დანაყოფია უკვე.

დღეს უკვე მეორეჯერ ვწერ, რომ მოსაშორებელია "ქართული ოცნება" მმართველობიდან.

პ.ს. რა მაგის პასუხია და ამის გამო ახალი დეზინფორმაცია და იდიოტური მემეები შემოგხვდებათ ხოლმე ჩემზე. ოცნების კრიტიკა უწყინარი საქმე არ გახლავთ", - წერს პატარაია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ 16-17 მაისს დაძაბულობა იყო. ადგილობრივ მოსახლეობას შორის ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, მასში ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა. დაპირისპირება 17 მაისს შერიგებით დამთავრდა.

[flash=425,264]

მოკლედ, ქართულ ოცნებას "გაუტრუხდა" ჰომოსექსუალების დევნა და სხვა უმცირესობაზე დებს ფსონს, ამჯერად აზერბაიჯანისა და...Posted by Baia Pataraia on ორშაბათი, 17 მაისი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა