თეგებით ძიება

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კაპუჩინო სახლის პირობებში

კაპუჩინო იტალიურად მომზადებული ყავაა, რომელზეც იშვიათად ამბობს ვინმე უარს. ახალდაფქული ყავის მარცვლისა და რძის ქაფის არომატული ნაზავი, იშვიათად ტოვებს ვინმეს გულგრილს. თუმცა, ალბათ არასდროს გიცდიათ მისი მომზადება სახლში. რესტორნებსა და კაფეებში კი მისი ფასი არც ისე დაბალია.

ამ სასმელის უმთავრესი ინგრედიენტია ყავაა. ამიტომ უმჯობესია საუკეთესო ხარისხის ხსნადი ყავა შეარჩიოთ. მოამზადეთ ტრადიცულად (შაქარი სურვილისამებ) და დაუმატეთ ერთი კოვზი ნაყინი. ურიეთ მანამ, სანამ ბოლომდე არ გადნება.

შემდეგ დაგჭირდებათ ნაღები და დაფხვნილი შოკოლადი. თუ მზა ნაღები არ გაქვთ, შეგიძლიათ იგი კვერცხის ცილისა და შარქისგან, თავად დაამზადოთ. შოკოლადი კი სახეხზე გახეხეთ.

დაუმატეთ ნაღები ნაყინიან ყავას, თავზე კი შოკოლადით მორთეთ.

gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა