თეგებით ძიება
19. 05. 2021 სპორტი

არტემ ძიუბა, რომელსაც მასტურბაციის გამო ნაკრებიდან აძევებდნენ, საუკეთესო ბომბარდირი გახდა

სანკტ-პეტერბურგის საფეხბურთო კლუბ "ზენიტის" თავდამსხმელი არტემ ძიუბა რუსეთის პრემიერ-ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"ტამბოვთან" გამართულ მატჩში ძიუბამ 4 გოლი გაიტანა და ტურნირში მის ანგარიშზე 137 გატანილი გოლია.

"ზენიტმა" რუსეთის ჩემპიონატში 65 ქულა დააგროვა და პეტერბურგული კლუბი ქვეყნის ჩემპიონი დროზე ადრე გახდა.

2020 წლის ნოემბერში ფორვარდი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინტიმური ვიდეო, თუ როგორ მასტურბირებდა არტემ ძიუბა საკუთარ საძინებელში.

ინციდენტმა იმ დონემდე მიაღწია, რომ ფეხბურთელი, დროებით ეროვნული ნაკრებიდან გააძევეს და "ზენიტის" კაპიტნის სტატუსიც ჩამოართვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა