რა უნდა ვიცოდეთ? პრობლემები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ხელების ხშირმა დაბანამ – ექიმ ზაზა თელიას რჩევები
კორონავირუსული ინფექციის თავიდან ასაცილებლად ხელების ხშირი დაბანა აუცილებელია და ყველა ექიმის უპირველესი რეკომენდაცია სწორედ ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვაა.
თუმცა ხელების ხშირი დაბანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების გამო უამრავ ადამიანს ხელის სიმშრალე აწუხებს, რაც, როგორც ექიმი ზაზა თელია ამბობს, გარდა დისკომფორტისა ვირუსის მარტივად გავრცელების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ექიმი ზაზა თელია ამ პრობლემისა და მისი მოგვარების გზებზე სოციალურ ქსელში წერს.
„COVID-19-თან დაკავშირებული ხელების ხშირი დაბანით, ასევე ხელის სადეზინფექციო ხსნარით და სამედიცინო ხელთათმანების გამოყენებით გამოწვეული მშრალი კანის პრობლემა – რა უნდა ვიცოდეთ? როგორ შეიძლება ამ პრობლემასთან გამკლავება?
რეკომენდაციები:
1. დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, საპნით, თბილი წყლის გამოყენებით და არა ცხელი წყლით – წყლის ტემპერატურა < 38C (Lukewarm Water) – გახსოვდეთ ხელების დაბანა ერთ-ერთი ეფექტური პრევენციაა დაინფიცირებისგან თავის დასაცავად;
2. გაიმშრალეთ ხელები სუფთა პირსახოცით, მაგრამ ისე რომ ხელებზე დარჩეს ტენიანობა, ანუ “ძალიან არ გაიმშრალოთ” (Leave some water on them);
3. წაისვით ბარდას-ზომის (pea-sized amount) ხელის დამატენიანებელი ან მალამო დაუყოვნებლივ (immediately) წყალთან შეხების შემდეგ, ისე რომ დატენიანებულ იქნას თითისწვერებიც და ფრჩხილებიც.
რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას შემდეგი სახის დამატენიანებლები:
ა. რომელიც შეიცავს მინერალურ ზეთს (mineral oil) ან ვაზელინს (petroleum jelly),
ბ. გამოდის ტუბის სახით, ვიდრე ტუმბო-ბოთლის სახით,
გ. არის პარფიუმის გარეშე (fragrance-free) და საღებავის, მღებავი ნივთიერების გარეშე (dye-free) – უსუნო!!
დ. ან შეიცავს შარდოვანას (Urea) და ცერამიდს (Ceramide)
4. როდესაც იყენებთ ხელის სადეზინფექციო ხსნარს, წაისვით დამატენიანებელი კრემი ან მალამო დაუყოვნებლივ (immediately) როგორც კი სადეზინფექციო ხსნარი შეშრება. (რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით ხელის სადეზინფექციო ხსნარი შეიცავს მინიმუმ 60% ალკოჰოლს იმისათვის რომ მოკლას მიკრობი, ამიტომ ის ძალიან აშრობს კანს);
5. უფრო ძვირი პროდუქცია არ ნიშნავს უფრო უკეთესს, ან ეფექტურს – არ მოტყუვდეთ;
6. მიკრობების ათვისების რისკი იზრდება მშრალი კანის შემთხვევაში, ამიტომ ხელების დაბანასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელების დატენიანება.”, – წერს ზაზა თელია.