თეგებით ძიება

11 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული რეგულარულად

როგორც ამბობენ, თუ რეგულარულად მივიღებთ ბროწეულს, გული საათივით იმუშავებს და სიბერეც დიდხანს არ მოგვიკაკუნებს კარზე.

-ბროწეული უზრუნველყოფს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით. მასში შედის 15 ამინომჟავა, რომელთაგან 5 შეუცვლელია, იგი ასევე მდიდარია К, С, В9, В6 ვიტამინებით და მინერალებით (კალიუმი, სპილენძი, ფოსფორი). ამასთან, ბროწული დაბალკალორიული პროდუქტია.

-ბროწეული ამაგრებს გულს. მასში უხვადაა პუნიკალაგინი (Punicalagin). ეს ნივთიერება ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ზრდის ანტიოქსიდანტურ სტატუსს. იგი ასევე ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.

-ბროწეული ხელს უშლის ართროზის განვითარებას. იგი მდიდარია К ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლაში, კალციუმის ათვისებაში. ბროწეული აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაციას, ხსნის ანთებასა და ამცირებს შეშუპებას.

-ბროწეული კარგია კბილებისთვის. მისი წვენი ხელს უწყობს კბილის ნადების მოცილებას, გააჩნია ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებები, ასუფთავებს პირის ღრუს ბაქტერიებისგან, რის გამოც მცირდება ღრძილების დაავადებების განვითარების რისკი.

-ბროწეული იცავს ორგანიზმს კიბოსგან, მისი რეგულარული მიღება რამდენადმე ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ბროწეულის წვენი აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.

მკურნალი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა