ლევან ფანცულაია საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული გახდა
ლევან ფანცულაია საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ჩემპიონმა 11-დან 9.5 ქულა დააგროვა.
განსაკუთრებულად გამორჩეული შეხვედრა ქართველმა მოჭადრაკემ მეცხრე ტურში გამართა, როდესაც ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო რეიტინგის ლიდერს ჰიკარუ ნაკამურას აჯობა.
ფანცულაია ბაადურ ჯობავას და გიგა ყუფარაძის შემდეგ, მესამე ქართველია, რომელმაც საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო პლატფორმის შეჯიბრი მოიგო.