თეგებით ძიება
19. 05. 2021 მსოფლიო

კურტ კობეინის თმის 6 ღერი აუქციონზე გაიყიდა

ჯგუფ Nirvana-ს ლეგენდარული ფრონტმენის, კურტ კობეინის თმის 6 ღერი აუქციონზე 14 145 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

აუქციონის სახლ Iconic Auctions-ის ინფორმაციით, ყველაზე გრძელი ღერის სიგრძე 6.35 სანტიმეტრია. თმა მუსიკოსს 1989 წლის 29 ოქტომბერს სტილისტმა ტესა ოსბორნმა შეაჭრა. ეს ჯგუფის პირველი ალბომის გამოსვლის შემდეგ მოხდა. ოსბორნმა იწინასწარმეტყველა, რომ Nirvana დიდ წარმატებას მიაღწევს, ამიტომ კობეინის თმის ღერები შეინახა.

არსებობს ფოტო, რომელიც ადასტურებს, რომ თმა ნამდვილად მუსიკოსს ეკუთვნის - მასზე კურტი და ტესა არიან გამოსახულები, ოსბორნს კი ხელში მაკრატელი უჭირავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა