აშშ-ში კობახიძის ვიზიტი სანქციების მატარებელს, რომელიც უკვე დაძრულია, ვერ შეაჩერებს - გიორგი რუხაძე
აშშ-ში კობახიძის ვიზიტი სანქციების მატარებელს, რომელიც უკვე დაძრულია, ვერ შეაჩერებს, - ამის შესაზებ "აირჩიე ევროპას" თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე საუბრობს.
ირაკლი კობახიძის ვოიაჟი აშშ-ში ამ პროცესს ვერც გააჩერებს და ვერც ვინმეს უშველის, მითუმეტეს, თვითონ კობახიძეს აქვს ისეთი განცხადებები გაკეთებული, რომ თუ ვინმე უნდა დაასანქციროს აშშ-მ, ეს სწორედაც რომ კობახიძეა. ასე რომ, ის შეიძლება ჩავიდეს, იქ ვინმეს შეხვდეს, სიტყვით გამოვიდეს, მაგრამ ის სანქციების მატარებელი, რომელიც უკვე დაძრულია და მისი სისწრაფე ერთი ორად მოიმატებს, როდესაც ამერიკის საკანონმდებლო ორგანო „მეგობარი აქტს“ მიიღებს, იმიტომ, რომ ამ აქტით უკვე საკანონმდებლო ორგანო ავალდებულებს აშშ-ს აღმასრულებელ შტოს, რომ დააწესოს ეს სანქციები. ასე რომ, კობახიძე უნდა ახტეს, უნდა დახტეს, საბოლოო ჯამში, აქედან არაფერი გამოვა, - ამბობს გიორგი რუხაძე.