განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის ისტორიის გრიფირების პროცესი შეაჩერა
განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის ისტორიის გრიფირების პროცესი შეაჩერა.
არსებული ინფორმაციით, უახლეს ისტორიაზე მუშაობა ავტორებისა და გამომცემლობებისგან მალულად დაიწყო, წიგნის რედაქტორი კი ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილი იქნება, რომელმაც მხარი დაუჭირა როგორც რუსულ, ისე ჰომოფობიურ კანონს.
ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ სესიაშვილის მიერ დარედაქტირებული წიგნი ახალგაზრდებს შესთავაზებს რეალობას, რომელიც არ არსებობს და ისტორიის გადაწერა მოხდება. მათივე ვარაუდით, ეს განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხება.
"როდესაც ამ ინფორმაციას გავეცანი, მაშინ ჯორჯ ორუელის უკვდავი სიტყვები გამახსენდა: "ვინც წარსულს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალს". ქართული ოცნების დეპუტატი, რომელიც ყველაფერზე ხელს იწევს და გორში, გორელი კაცი ეთანხმება ამ ფსევდო ბოდიშის სიტყვებს, ამ ადამიანმა უნდა დაარედაქტიროს ყოველგვარი სხვა ხრიდან ჩარევის გარეში, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე, მე-12 კლასის სახელმძღვანელო. მე-12 კლასში ისწავლება საქართველოს უახლესი ისტორია - აქ არის მე-19 საუკუნეში რუსებთან ურთიერთობაზეც, მაგრამ ძირითად არის ბოლო 30-35 წლის ისტორიაც. წარმოიდგინეთ, იმის შემდეგ რასაც ჩვენ ამ ბოლო დროს ვისმენთ, რა ეწერება 2008 წლის ომზე - ვინ არის დამნაშავე, რა ეწერება ალბათ პირველ რესპუბლიკაზე...", - თქვა ისტორიკოსმა, ლაშა ბაქრაძემ ფორმულასთან საუბარში.