თეგებით ძიება
19. 05. 2021 მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელი სამხედრო მიზნებს არ მიაღწევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელი სამხედრო მიზნებს არ მიაღწევს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს ღაზაში ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების ვადები განსაზღვრული არ აქვს.

„ხელში წამზომით არ ვდგავართ. გვსურს ამ ოპერაციის მიზნებს მივაღწიოთ. წინა ოპერაციები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. ამიტომ, ჯერ ვერ დავადგენთ ოპერაციის დასრულების ვადებს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა