თეგებით ძიება

"ექიმი სახლში" - გიორგი ღოღობერიძე ახალ კამპანიას იწყებს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე, ახალ კამპანიას - "ექიმი სახლში" იწყებს, რომლის ფარგლებში, ის პაციენტს კვირაში ერთხელ სახში ეწვევა და კონსულტაციას გაუწევს.

"რაც წინა ჯერზე დავწერე, რომ უმანქანოდ ვარ-მეთქი, ალბათ 30-მდე ადამიანი გამომეხმაურა, ზოგმა მე თვითონ მიგიყვან-მოგიყვან უფასოდ, ზოგმა ჩემს მოპედს გათხოვებ, ზოგმაც- ჩემით ტაქსს გიქირავებო. რამდენიმე წუთის წინ, გამიკვირდა, მაგრამ პატრულის თანამშომელიც დამიკავშირდა, ახალნაყიდი მანქანა მყავს, მაგრამ მოიხმარე, რამდენხანსაც გინდოდესო.

არ ვიცი… რა თქმა უნდა, ვერ ვისარგებლებდი ჩემი ცნობადობით ან იმ ფაქტით, რომ ექიმი ვარ და უარი ვუთხარი ყველას, მაგრამ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

სიკეთე სიკეთეს იწვევს … ჰოდა, როგორც კი ჩემი მანქანა დამიბრუნდება ჯანმრთელად და ბედნიერად, ახალ კამპანიას წამოვიწყებ, ეს იქნება ექიმი სახლში. კვირაში ერთხელ გესტუმრებით, თქვენ დაავადებებს გავეცნობი, სწორ მიმართულებას მოგცემთ და გვერდში დაგიდგებით. ეს სანამ კლინიკა გაიხსენება და მერე, დანარჩენიც", - წერს ღოღობერიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა