თეგებით ძიება

" ეტყობა საცხა შევარდით.." - სახალისო გურული იუმორი ზურა შევადნაძისგან

„გარდენიას“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში სახალისო გურულ ამბავს ყვება:

"ასკანის სკოლაში, ჩვენი კლასის დამრიგებელს, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელს, ნათელა ჯაველიძეს სძაგდა ედუარდ შევარდნაძე და ყველაფერი რაც მასთან იყო დაკავშირებული.

ერთ დღეს გადაწყვიტა ჩვენი თანაკლასელების გვარების წარმოშობის ისტორიები ეამბო და გავეხალისებინეთ.
"ზეინაბ ჩხაიძე, თქვენი გვარი ყურძნის, ადგილობრივ ჯიშს, ჩხავერს უნდა უკავშირდებოდეს.."
"ნინიძე დალი, თქვენი გვარი ნინიადან დაიწყო, პირველი ნინიძე, ნინიას შვილი ყოფილა.."

"რუსუდან თავართქილაძე, რამდენიმე ვერსია არსებობს თავართქილაძეების გვარის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბოლოსთვის შემოვინახოთ და გიამბობთ წვრილად.."

"ბესიკ ნაცვალაძე, თქვენი წინაპარი უფროსი ძმის ნაცვლად წასულა ომში და მის შვილებს ნაცვალას ძეები დაერქვათ."
"შევარდნაძე ზურაბ, ალბათ გგონია თქვენი გვარი შევარდენიდან მოდის ხომ კი?! ნურასუკაცრავად, ეტყობა საცხა შევარდით..", - წერს ზურა შვარდნაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა