თეგებით ძიება

"თუ რამე გაფუჭდა "ოცნებაში" გააფუჭა გახარიამ, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში უღალატა გუნდს და მელიას შეწირა პრემიერის სკამი" - ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს:

"დავწერ სიმართლეს და მერე მიდის დახურულ ჯგუფებში ჩემი პოსტების თრევა და ლანძღვა-გინება,გახარიას ფანკლუბმა ნაცებს გაასწრო გინების მასტერ-კლასში ,ნაკლებად მადარდებს ეგ ,იმუნიტეტი მაქვს ნაცებთან ბრძოლაში გამომუშავეული ,ხოდა სადაც ასი, იქაც ეს ერთი მიემატება. 2013 წელს დაინიშნა გახარია გია ხუხაშვილის რეკომენდაციით ბიზნესობმუსმენდად ,აქედან იწყება მისი ამბიციები და მიზანმიმართული სვლა პრემიერის სკამისკენ,შემდეგ ეკონომიკის მინისტრი გახდა ,ერთი გამოსვლა ,მისი ერთი წარმატებული ნაბიჯი ეკონომიკაში დადეთ და გავჩუმდები,მისი მინისტრობა არავის ახსოვს,არც ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებასაც კი,მერე შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა და აქედან იწყება მისი ,,წარმატებული ,,ნაბიჯები ,,კლუბ ბასიანში პოლიციის შესვლა ,ნარკობარიგების დაჭერა ,აბსოლიტურად სწორად გათვლილი სპეცოპერაცია და აღფრთოვანებული ხალხის რეაქციებიც, თუმცა სად გვეჩქარებოდა,მეორე დღეს ,დაბოლილი, ნარკომანი, კლუბური ექსტაზებით გაბრუებული ,,ნაროდის ,,აქციები დაიწყოო და წინა დღით წარმატებული მინისტრი გახარიაც ,თავჩაღუნული ეახლა აქციის მონაწილეებს ,მოდით დავიწყოთ ბოდიშით,ბოდიშს გიხდით თუ ჩემმა პოლიციელებმა ძალას გადაამეტესო ,აი იქ დამთავრდა მისი რეიტინგი პოლიციელების თვალში ,მინისტრი რომელიც საკუთარ თანამშრომლებს ადანაშაულებდა წარმატებული ოპერაცის გამო,,,დაჩმორებული,,მინისტრი კი არ უყვართ პოლიციელებს,იქ არც არავინ დაზიანებულა,არც თვალები დაუთხრიათ და არც არავინ უცემიათ,დაიხურა ნარკოტიკების ბუდე ,ბასიანი,, და დამთავრდა ამით ყველაფერი,ახლა ის რაც საჯაროდ არ იცით,მინისტრი გახარია იყო იმ დროს პრემიერიც და ერთპიროვნული მმართველიც,ქონდა განუსაზღვრველი ძალაუფლება,სუსის უფროსის მოადგილეები ,მისი რჩეულები პაპკაამოჩრილები თავიანთ მინისტრთან კი არა,გახარიასთან დარბოდნენ თათბირებზე,მის პიარზე მუშაობდა სრულიად ოცნების პიარსამსახურები,მისი მეგობრები ,კლასელები თუ გულის ვარდები,მერე იყო ხორავას ქუჩის ამბები ,პირველივე დღეს დაშვებული შეცდომების გამო მთელი წელი აქციები არ დამთავრებულა,გახარიას უწყების შეცდომებს შეეწირა მაშინ პროკურორის სკამიც,ესეც მისი მეორე წარუმატებელი ნაბიჯი მინისტრობისას ,მერე გავრილოვის ღამე ,იმ დღეს ღამის 12 საათზე ჩემი ლაივი დევს აქ ,თითო ოროლა კაცი იყო აქციაზე შემორჩენილი ,ისინიც იშლებოდნენ ,როცა დაიწყო ის რაც დაიწყოო ,დაშლა წყლის ჭავლითაც შეიძლეობდა ,ტყვიების გარეშე,ვის დააბრალებს პატივცემული გახარია იმ სპეცოპერაციის შედეგებს საიტერესოა,მისი მარჯვენა ხელი საბანაძე ახლაც გვერდით ყავს, გახარიაზე მაღლა კი იმ დროს არც პრემიერი იდგა და არც პარტიის თავმჯდომარე,სრული ძალაუფლება ქონდა და ეს იცის ყველამ,დაზიანებული მინისტრი ,ნაცების ჯინაზე გახადეს პრემიერი,არიქა ნაცები ყვირიან გადადგესოო და ამას როგორ გადავაყენებთ ნაცების სიტყვაზეოო,ასე აღმოჩნდა პრემიერის სკამზე ,,ვოზდუხა,,კაცი ,, დღეს კი დგანან და გუნდი არ ყავდაოო ,მაშინ ვინ არის ის ხალხი ვინც დღეს გვერდით უდგას, მისი გუნდი არ იყო?დეპუტატები ,გუბერნატორები ,მერები ,გამგებლები ,მინისტრის მოადგილეები ,ვინ აფუჭებდა მაშინ საქმეს ჩვენ მხარდამჭერები?თუ რამე გაფუჭდა ,,ოცნებაში,,გააფუჭა მან და მისმა გუნდმა, ყველაზე გადამწყვეტ მომენტშიც უღალატა გუნდს და მელიას შეწირა პრემიერის სკამი ,იმ იმედით რომ ბიძინას მესამე ძალას დაირქმევდა და უკან მობრუნდებოდა,არ გაამართლა ამ პიარვოზდუხმაც,როგორც კი გუშინ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა რომ გახარია არანაირი ოცნება 2 არ არის და მას მესამე ადგილიც კი არ უწინასწარმეტყველა,დაიწყო მარა რა დაიწყოო ,მსგავსი ნაცებს არ უკადრებიათ ისეთი გნიასია მათ გვერდებზე, ქარის მოტანილს ქარი წაიღებსოო ნათქვამია და მისი მხოლოდ პიარზე აგებული მინისტრ პრემიერობაც წარსულს ჩაბარდა! ახლა დადექით და სელფებს მიაწექით გახჩოსთან და ლაიქები ითვალეთ ,ჩვენ კი შემოდგომაზე პროცენტებს დავითვლით,გუნდიდან ღალატით წასულ ხალხს, ჯერ არსად, არასდროს წარმატებისთვის არ მიუღწევია! მშვიდობით ,,ვოზდუხ,ისე დაამთვრე შენი კარიერა როგორც დაიწყე ,ბრძენ ,,ხუხას,,ებარებოდე", - წერს ჯღარკავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა