თეგებით ძიება
20. 05. 2021 მსოფლიო

სერგეი ლავროვი: სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრა კონსტრუქციული იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

„კონსტრუქციული საუბარი შედგა. არსებობს გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა არაჯანსაღი სიტუაციის გადალახვა, რომელიც წინა წლებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეიქმნა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენი და მისი გუნდი მზად არიან, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემები გადაჭრან.

„დღეს ჩვენ დავადასტურეთ წინადადება დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით, ყველა ასპექტის, ყველა ფაქტორის განხილვით, რომელიც გავლენას ახდენს სტრატეგიულ სტაბილურობაზე: ბირთვული, არაბირთვული, შეტევითი, თავდაცვითი," - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა