თეგებით ძიება
20. 05. 2021 მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ანგარიში წარუდგინა „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის აქტის“ (PEESA) შესაბამისად, რომელშიც ჩამოთვლილია ოთხი ხომალდი, ხუთი ორგანიზაცია და ერთი ფიზიკური პირი, რომლებიც ჩართულნი არიან Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობაში. მათ შორის არის Nord Stream 2 AG-ი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მატიას ვარნიგი. ანგარიშში იდენტიფიცირებული პირები სანქციებს ექვემდებარებიან, თუ ეს სანქციები არ გაუქმდება. ანგარიშში ჩამოთვლილი ოთხი გემი და დამატებით კიდევ 9 გემი, რომელიც ფედერალურ სახელმწიფო საბიუჯეტო უწყებას „საზღვაო სამაშველო სამსახურს“ ეკუთვნის, ასევე ექვემდებარება სანქციებს. გარდა ამისა, დასკვნამდე მივედი, რომ შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია უარი თქვას სანქციების გამოყენებაზე Nord Stream 2 AG-ის, მისი აღმასრულებელი დირექტორისა და Nord Stream 2 AG-ის თანამდებობის პირების მიმართ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის დასრულებას ეწინააღმდეგება, რადგან ის ევროპის, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას შეასუსტებს.

„ჩვენი წინააღმდეგობა Nord Stream 2-ის გაზსადენის მიმართ ურყევია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვთანხმდებით, ჩვენი კავშირები მტკიცეა და ჩვენი პოზიცია შეესაბამება ჩვენს ვალდებულებას, გავაძლიეროთ ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა