თეგებით ძიება
20. 05. 2021 მსოფლიო

კრემლის სპეცსამსახურების ჰაკერები ისევ სანქციებით დასაჯეს

ევროკავშირის საბჭომ იმ კიბერშეტევების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირს ან მასში შემავალ სახელმწიფოებს საფრთხეს უქმნის, სანქციების მექანიზმი გაახანგრძლივა. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი გლობალური, ღია, მშვიდობიანი და დაცული კიბერსივრცის მხარდასაჭერად იდგმება.

ეს სანქციები უკვე მოქმედებს 8 ფიზიკური პირისა და 4 კომპანიის წინააღმდეგ. ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე კიბერდამნაშავეებისთვის შესვლის კრძალავს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბანკებში, ამ პირების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას გულისხმობს.

პირველად ევროკავშირმა ასეთი სანქციები 2020 წლის ივლისში დააწესა და სწორედ რუსი კიბერდამნაშავეების მიმართ გამოიყენა. ესენი რუსეთის მოქალაქეები ალექსეი მინინი, ალექსეი მორენეცი, ევგენი სერებრიაკოვი და ოლეგ სოტნიკოვი არიან. მათ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წინააღმდეგ კიბერშეტევის განხორციელების მცდელობაში ედებათ ბრალი. ასევე, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ ჰაკერები ჩინეთიდან და ჩრდილო კორეიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა