ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ამ სრული ფიასკოდან გამოსავალი არ აქვთ
ამ სრული ფიასკოდან გამოსავალი არ აქვთ და იმალებიან, ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა არჩევნების შემსწავლელ კომისიაზე ოპოზიციის უართან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერები სწორედ იმ ფაქტს ემალებიან, რომ საგამოძიებო კომისია ყველა დანაშაულსა და გადაცდომას გამოიძიებს.
„ამ სრული ფიასკოდან გამოსავალი არ აქვთ და იმალებიან, ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი. კომისია, რომელმაც თამარ ჟვანიადან დაწყებული ნებისმიერი მოხელის დანაშაული და ნებისმიერი გადაცდომა უნდა გამოიძიოს, ამას ემალებიან და ზოგადი განცხადებები აქვთ თამარ ჟვანიასა და სხვა პირებზე. აქედან გამომდინარე, სათქმელი მათ არც არაფერი აქვთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.