თეგებით ძიება
20. 05. 2021 მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია დაძაბული რჩება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია დაძაბული რჩება.

„მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩვენთვის კარგად ცნობილ მონაკვეთებზე ოპერატიული სიტუაცია არ შეცვლილა, ის კვლავ დაძაბული რჩება. სომხეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იმყოფებიან აზერბაიჯანელი სამხედროები, დაახლოებით 500-600 ადამიანი“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ გაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ და რომ სომხეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამხედრო ესკალაცია არ დაუშვას.

12 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაში დაადანაშაულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა