თეგებით ძიება

"გილოცავ, თუ სადმე ხარ მა... შენი ძმა დაიბადა" - გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა.

მან გარდაცვლილ უფროს შვილს, ძმის დაბადება, სოციალურ ქსელში მიულოცა:

"Lenø, მა, ლევანი დაიბადა, შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა.

სამშობიარო ბლოკის ფანჯარასთან სულ 2 ადამიანი იყო - Lulu და Karlo, შენი დიდი ბებო, ნათელა, კი ტელეფონში ლექსებს იძახდა.

Marikoმ ისე შეასრულა, 100-ჯერ მეტად შემიყვარდა. მიხარია, რომ შენც მოასწარი მარიკოს შეყვარება.

ყველამ ვისწავლეთ სიყვარული, მაგრამ შენ აღარ ხარ...

აუჰ, შენ იქნებოდი ლევანის მთავარი მეგობარი, შენს ხელში აიდგამდა ფეხს, ისწავლიდა ხატვას, ხმებში სიმღერას. რომ გაიზრდება შენს Apple Music-ს მივცემ, თან ავუხსნი, რომ შენ დაუთმე. ახლა ჩემი და შენი ტანსაცმელი მისიც გახდება და თან ეცოდინება, რომ შენი სხეულის სითბოს ატარებს.

გილოცავ, თუ სადმე ხარ, მიყვარხარ და მენატრები მა", - წერს მუსიკოსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა