ვლადიმერ პუტინი: კბილებს ჩავულეწავთ მათ, ვისაც რუსეთის ნაწილის მოკბეჩა სურს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კბილებს ჩაულეწავს მათ, ვისაც რუსეთის ნაწილის მოკბეჩა სურს.
„ყველას სურს რუსეთს რამე მოკბიჩოს, თუმცა კბილებს ჩავულეწავთ მათ, რათა ვერ შეძლონ ეს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ვიღაცები იმის თქმას ბედავენ, რომ ციმბირის სიმდიდრე რუსეთს უსამართლოდ ეკუთვნის.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გააძლიეროს და შეინარჩუნოს ქვეყანა.