საქართვეოს პრემიერი ესპანელ კოლეგას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის პრემიერს, პედრო სანჩესს შეხვდა და ესპანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
"ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩემს კოლეგასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან. ვისაუბრეთ საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ეკონომიკური, ბიზნეს და კულტურული ურთიერთობების განვითარებაზე. განვიხილეთ პანდემიის გავლენა ჩვენს ქვეყნებზე და ხაზი გავუსვით ვაქცინების თანაბარი განაწილების მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოვიწვიე", - წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.