თეგებით ძიება

"გამომწველეს და მიხმარეს....ნაშვილები ვარ, ჩემი გაზრდისთვის ჩემმა ოჯახმა $15 000 გადამახდევინა" - ცისნამი საყვარლიშვილი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშილი პირად ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს:

\'მთელმა საქართველომ იცის რომ მე ნაშვილები ვარ, თუმცა არავინ არ იცის რომ ჩემი გაზრდისთვის ჩემმა ოჯახმა 15 000 დოლარი გადამახდევინა. ხოდა ახლა ამასაც გაიგებთ!
ჯერ ხომ მთელი სანათესაო ჩემს გაზრდას იბრალებდა. ვეღარ გავიგე ვისი გაზრდილი ვიყავი, ორი უსინათლო სათნო ადამიანის თუ მთელი სანათესაოსი. სულ ეს მესმოდა, ჩვენ გაგზარდეთ, ჩვენ გაგზარდეთ! გავიგე კაცო, მაგრამ მე 7 თვის უსუსური არსება გეხვეწებოდით მიშვილეთ მეთქი?!
ვენაცვალე მამაჩემის სულს. მხოლოდ მას არ მოუთხოვია ჩემთვის არაფერი.
დედაჩემის მხარემ დედა მიტირა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ყელში ამომადინეს ყველაფერი რაც ჩემზე ამაგი ჰქონდათ.
თურმე ბიძაჩემი ბავშვობაში რომ ახალ ფეხსაცმელს მყიდილობდა, იმიტომ რომ პაპაჩემის ბათინკებით დავდიოდი სკოლაში, იცოდა რომ ერთ დღეს იმ ფულს ჩემგან ამოიღებდა. ბიძაშვილებიც თავიაანთ გადაყრილ ტანსაცმელს რომ მჩუქნიდნენ, იცოდნენ ერთ დღეს ამით ფულს იშოვიდნენ. ბიცოლაჩემიც ალბათ თავის გაკეთებულ საჭმელს იმიტომ მაჭმევდა რომ მომავალში ჩემგან სარგებელი ენახა!
კიდევ რა შეიძლება გავიხსენო მათაგან, აბა? ხო, მთელი სტუდენტობა მათ სახლში ვიცხოვრე, დედაჩემის სახლში, სადაც ჩემი გამზრდელი დედა გაიზარდა.
თურმე ერთი პატარა ოთახი რომ გამომიყვეს, იცოდნენ რომ ამ ოთახის ქირას მომავალში გადამახდევინებდნენ. ფეხის გულები რომ მტკიოდა და მაზოლები მქონდა ამოსული ლოტკინიდან ვაკემდე ფეხით სიარულის გამო, ოც კაპიკს თუ მომაგდებდნენ კვირაში ერთხელ, მეტროსა და ავტობუსის ფულს, იცოდნენ რომ მომავალში ამ ფულს გადამახდევინებდნენ.
კიდევ ბევრ რამეს ვფიქრობ და რაღაც არ მახსენდება ბიძაჩემის და მისი ოჯახის ამაგი ჩემზე 15 000 - დოლარი ღირდეს!
პატივი გეციო, ფიცარზე დაგდებული სხვისი შვილი გაგზარდეთო, მერე გემსახურებოდიო! რაში მემსახურებოდა, კახეთის სახლი რომ გაარემონტა, იქაურობას მიატრაწა და იმდენი ფული შემიჭამა! თბილისის ბინების ყიდვაში დამეხმარა და გაკეთებაში! სხვა რა?! თუ არ უნდოდა ნუ გააკეთებდა? სხვას ვნახავდი და სხვა გამიკეთებდა. ყველამ ფული იშოვა ჩემით. რემონტებში ბიძაშვილი ნინოს ქმარი იყო დასაქმებული, ხელი მოიმართა, ხოლო ბოლოს სახლის დალაგებაში ბიძაშვილმა ნონამ ფული აიღო ჩემგან! უფულოდ გარემონტებული ბინა არ დაალაგა! აქედან გამოიტანეთ აზრი რა ხალხია!
მოკლედ, გამომწველეს და მიხმარეს როგორც შეეძლოთ.
ჩემი მწარე შრომით ნაშოვნი ფული მიიტაცეს და ასე ნაგლად აღარ აბრუნებენ! ზუსტად ვიცი, არ შეერგებათ და ოხრად მოხმარდებათ!
როცა ცხვირს წაიტეხენ, გაახსენდებათ რომ ჩემი ცოდვა ეწიათ!
მე რომ არა ვერც ნატო მოხვდებოდა იტალიაში და ვერც ნონა. ლოტკინს ვერ გასცდებოდნენ! ყველაფერი გავაკეთე რომ იტალიაში წამეყვანა და წლების განმავლობაში ჩემს მიერ ნაშოვნ სამსახურში მუშაობდა ბებიასთან, რომელმაც სიკვდილის მერე 50 000 ევრო დაუტოვა!
მე თუ რამეში დამეხმარა ბიძაჩემი, მე მის შვილებს დავეხმარე რომ წარმატებულები ყოფილიყვნენ, თვალებში გამოეხედათ.
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ მეტი რომ არ შეიძლება!
არავის ვუსურვებ იგივე ტკივილის განცდას. მაგაზე დიდი საშინელება არაფერია, როცა საკუთარი ოჯახი ლახვარს ჩაგარტყავს.
15 000 დოლარი რაში შეიტყაპუნა და დაიტოვა? რა გამიკეთა მე 15 000 დოლარისა?
ამხელა ამბები რომ არ ამეტეხა, ადვოკატი რომ არ ამეყვანა, იმ ნახევარსაც არ დააბრუნებდა!
ხოდა ის ბოდიში ხომ გახსოვთ საჯაროდ რომ მოვიხადე და ვეცადე ურთიერთობის აღდგენა. ის ბოდიში უკან მიმაქვს. ჩემგან არც ერთი მათგანი არ იმსახურებს ბოდიშს!
მე ვცადე მაგრამ არ გამოვიდა. ადამიანი როცა ხარბია და ღორი, ის ყველაფრის მკადრებელია.
ხოდა ყველა იცნობდეთ ლოტკინელ ბეჟან ღვინიაშვილს, იგივე კუკურას, რომელიც ყოფილი პიონერის 116-ში, ახლანდელი დომენტი ჟღენტის ქუჩაზე ცხოვრობს, ის დიდი არაკაცია! მან საკუთარ დის შვილს 30 000 დოლარი გამოსძალა, შეუჭამა და მხოლოდ ნახევარი დააბრუნა, რადგან თურმე მისი გაზრდილი ვარ და ამაში ფულს მახდევინებს!
ანუ თურმე ის თუ არა, ბავშვთა სახლში მომიწევდა ყოფნა და ვინ იცის რა გამოვიდოდი!
ამ კაცმა 15 000 დოლარის მე არაფერი გამიკეთა და ტყუილად მაყვედრის!
ფულმა დააბრმავა, გააბოროტა და სული დაუმახინჯა.
ხოდა ისე მოკვდება რომ ჩემი ცრემლები არ ეღირსება!
ჩემთვის მისი ოჯახი მკვდარია!
მეზობლებო რომ ნახავთ სახეში შეაფურთხეთ! მაყვედრის ჩემს აღზრდას, თითქოს მე ვინმეს დავავალდებულე მიშვილეთმეთქი.
მთელმა უბანმა ზურგი შეაქციეთ
და ის ნათესავები ვინც მის მხარეს დაიჭერთ ყველანი მკვდრები იქნებით ჩემთვის!
ჩემი მძიმე შრომით დაგროვილი ფულის მითვისებას ღმერთი არავის არ აპატიებს!
მე ვინც მაწყენინა ვერავინ ვერ გაიხარა!
ის დღე ამოწყდეს როცა მე ამათმა მიშვილეს! იყო თურმე იქ სხვა ადამიანიც, ექიმი ქალი, ვისაც მე ვუნდოდი. ვინ იცის იქნებ როგორ მაგარ ოჯახში გავზრდილიყავი და ის უბედურება და გაჭირვება არ მენახა რაც ბავშვობაში გადავიტანე.
საკუთარი თავის გაზრდაში 15 000 დოლარი გადამახდევინეს!
ჩემი გულისტკენა და ცრემლები არავის შერჩება!
ღმერთი დიდია და ყველას თავისას მიუზღვავს.
მადლობა ჩემს ადვოკატს, უძვირფასესს ქალბატონ Manana Purtskhvanidze-ს. მისი შრომა რომ არა იმ ნახევარსაც ვერ დავიბრუნებდი.
ქალბატონო მანანა თქვენი დიდი მადლიერი ვარ.
მიყვარხართ.
გულგატეხილი, დამსხვრეული მე!", - წერს საყვარლიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა