თეგებით ძიება

გურამ მაჭარაშვილი: ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ელის, კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა, ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე შევჯერდით

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ელის, კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა- არშესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ ოპოზიციასთან უკვე შევჯერდით ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა საკითხზე, რომელიც არის მიშელის დოკუმენტში, ასევე შევჯერდებით. რაც შეეხება კონკრეტულად საარჩევნო რეფორმის პროცედურებს; იცით, რომ პროექტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიასთან, პირველი მოსმენით პრინციპულ დონეზე მივიღებთ როგორც კომიტეტებზე, ასევე სესიაზე ამ საკითხს. ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ მეორე მოსმენამდე დაჩქარებული ტემპებით მოხერხდეს რეკომენდაციების გამოგზავნა, რომ მეორე მოსმენით განხილვა 6-7 ივნისისთვის დავიწყოთ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას 20 მაისს გადაეგზავნა. რეფორმაზე მსჯელობა პარლამენტში, საკომიტეტო ფორმატში, დღეს დაიწყება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა