ანა დოლიძემ პოლიტიკური პარტია დააფუძნა
ანა დოლიძემ პოლიტიკური პარტია "ხალხისთვის" დააფუძნა.
"საქართველოში არის დაკვეთა რაციონალურ, ხალხის პრობლემებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალაზე. პარტია ხალხისთვის იქნება სწორედ ასეთი ძალა - ის იქნება კონცენტრირებული მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პრობლემების გატანაზე და გადაწყვეტაზე. ამას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა დიდუბე-ჩუღურეთში და ამას ექნება დიდი მხარდაჭერა მოსახლეობაში. დღეს აქ, სულ მცირე, 300 ადამიანი უნდა ყოფილიყ, მოვიდა 400-ზე მეტი ადამიანი. ისინი არიან ამ პარტიის დამფუძნებლები. ეს იქნება პარტია, რომელიც კონცენტრირდება მხოლოდ საქმეზე და იმაზე, რომ მოქალაქეების ცხოვრება წინ წავიდეს". - თქვა ანა დოლიძემ.
დოლიძემ რამდენიმე თვით ადრე შექმნა მოძრაობა ხალხისთვის და შეწყვიტა მუშაობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც ის პრეზიდენტის კვოტით იყო დანიშნული.