თეგებით ძიება

გახარიამ მოიტყუა, საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა - ირაკლი კობახიძე

გახარიამ მოიტყუა... მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს , - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერთან დაკავშირებით განაცხადა.

"გახარიამ 17-18 თებერვალს მოიტყუა, ეს ძალიან მძიმე ტყული იყო. ეს რეჟიმი გრძელდება, ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. 17-18 თებერვალს ფართო გაგებით მოიტყუა. მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან”,- აღნიშნავს კობახიძე და არ აკონკრეტებს, თუ რა მოიტყუა გახარიამ 17-18 თებერვალს.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა