თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე - 7 ნოემბრის და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია

7 ნოემბრის და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია და ეს არის იმ დანაშაულის გამართლების მცდელობა, რაც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტს მომზადებს გულისხმობს.

„7 ნოემბრის და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია და ეს არის იმ დანაშაულის გამართლების მცდელობა, რაც თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა. 7 ნოემბერი, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების უზურპაციის გამოხატულება იყო, ეს იყო თავისუფალი მედიის მიტაციების გამოხატულება და როცა ამას 20 ივნისს ადარებ, პრინციპულად არასწორია. ერთადერთი, რითაც შეიძლება ერთმანეთს 7 ნოემბერი და 20 ივნისი შევადაროთ, ეს არის ის, რომ ორივე შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა ხელისუფლების უზურპაციას, თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში - 7 ნოემბერს და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში - 20 ივნისს. ორივე შემთხვევაში ეს იყო „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა, პირველ შემთხვევაში ეს მათ მოახერხეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მეორე შემთვევაში, მათ ეს ვერ მოახერხეს. ეს არის ერთადერთი მსგავსება 7 ნოემბერსა და 20 ივნისს შორის, დანარჩენ შემთხვევაში ეს შედარება არის აბსოლუტურად მიუღებელი და სინამდვილის გამრუდების მცდელობა“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა