თეგებით ძიება

“პროგრესული” და “რეგრესული” ნაწილი ერთი მავნე მიზნის ირგვლივ გაერთიანდება..." - რას წერს რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ენერგეტიკისა და ქვეყანაში ჰესების მშენენებლობის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"23 მაისს თბილისში ჩვენი საზოგადოების უმწიფრობის ნათელ სურათს ვიხილავთ, სადაც მისი “პროგრესული” და “რეგრესული” ნაწილი ერთი მავნე მიზნის ირგვლივ გაერთიანდება: “არ აშენდეს ქვეყანაში ჰესები”.

საქართველოში უნდა აშენდეს დიდი, საშუალო, პატარა და მიკროჰესები. უნდა აშენდეს დიდ მდინარეებზე და ღელეებზეც, უნდა აშენდეს დღეისათვის შესაძლებელი ყველაზე მაღალი სტანდარტით.

ხელისუფლებამ თავისი უუნარობის და პირადი ინტერესების, მათ შორის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესების გამო ძირი გამოუთხარა ქვეყნის ენერგეტიკას და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული გახადა იგი", - წერს გოცირიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა