თეგებით ძიება

მინდა, გავიგო რას აპირებს გახარია - პრემიერი

მინდა, რომ საერთოდ გავიგო რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმონო, - ასე პასუხობს პერემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრემიერი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ გიორგი გახარია "მატყუარა არის" და პარტიას "ზურგში დანა ჩაარტყა", ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "ყველა ადამიანის ქმედებას შესაბამისი შეფასება მიეცემა".

"მე მინდა, რომ საერთოდ გავიგო რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმონო. იცოდეს ყველა ადამიანმა, მათ შორის, პოლიტიკოსებმა, რომ ყველა ადამიანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, "ქართული ოცნება" ყველაზე მეტად შეკრული გუნდია.

დღეს, ყველაზე მეტად შეკრული გუნდია "ქართული ოცნება", ყველა ლიდერს, ყველას გვაქვს ნათლად გამიჯნული, განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ჩვენი ფუნქციები და გვაქვს სრული ერთსულოვნება, ძალიან შეკრული გუნდი ვართ, ისეთი, როგორიც არასდროს არ ყოფილა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა