თეგებით ძიება

“ქმარი რომ აახიეთ, იმ ქალის დამსახურებაა ჩემი წარმატება” - რას პასუხობს ინდირა ჯგერნაია მუსიკოს რუსუდან მუმლაძეს

მომღერალი ინდირა ჯგერნაია „ფარულ კონვერტში“ მასზე გაკეთებული განცხადების შემდეგ მუსიკოს რუსუდან მუმლაძეს სოციალურ ქსელში პასუხობს:

„მადლობა, ქალბატონო რუსუდან, კარგი შეფასებისთვის, მაგრამ ახლა რომ ასე ძაან მოგწონვართ, ქმარი რომ აახიეთ, იმ ქალის დამსახურებაა“, – წერს ჯგერენაია.

„ფარულ კონვერტში“ გადაცემის წამყვანმა მუსიკოსს რამდენიმე მომღერალის მუსიკალური მონაცემები შეაფასებინა, ინდირა ჯგერნაიაზე მუმლაძემ განაცხადა, რომ „კარგი გოგოა, ძალიან მოსწონს“.

„ეს მომღერალი იცით, როდის მომწონდა, როდესაც რამდენჯერმე დაიწუნეს, მე მაშინვე ვხედავდი ამ გოგოში დიდ პოტენციალს“, – თქვა მუმლაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა