კახა კალაძე - "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით
თბილისის მერი, კახა კალაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია ორივე შემთხვევაში მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.
„კონკრეტულ დოკუმენტზე მოხდა ხელმოწერა და ჩვენ „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ვასრულებთ ამ შეთანხმებას. იმედია, სხვა პარტიებიც ამას გააკეთებენ. თუმცა კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.