თეგებით ძიება

"ვემზადებით დავით გარეჯის დასაკავებლად...აბა, გაბედონ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ცეცხლის გახსნა" - სანდრო ბრეგაძე

"ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, დავით გარეჯის მიმართულებით მშვიდობიანი მსვლელობა იგეგმება, რომელიც მისი დაკავებით დასრულდება.

"ვემზადებით დიდი მსვლელობისთვის დავითგარეჯში !!!
მსვლელობა დამთავრდება დავითგარეჯის მშვიდობიანად დაკავებით !!!
დიახ - გადავალთ და შიშველი ხელებით დავდგებით ძირძველ ქართულ მიწაზე, ვილოცებთ წმინდა ტაძარში და აბა გაბედონ შეიარაღებულმა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩვენთვის ცეცხლის გახსნა !!!", - წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა