მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ინიშნება
მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ინიშნება. ინფორმაციას "იმედი" ექსკლუზიურად ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, "ქართული ოცნების" ლიდერების აჭარაში გამართულ შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი განიხილეს. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის კონსულტაციებისას გადაწყდა, რომ მარიამ ქვრივიშვილი პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.
განსაზღვრულია მისი სამუშაო მიმართულებებიც. ქვრივიშვილს ტურიზმის, კურორტებისა და ავიაციის საკითხები ჩაბარდება.