თეგებით ძიება

"მკვლელები ხართ...არცერთი ნერვი არ დამიტოვეს ჯანმრთელი" - ვის მიმართავს ბესო ზანგური

მსახიობი ბესო ზანგური ქვეყანაში არსებულ არაჯანსაღ დამოკიდებულებებზე სოციალურ ქსელში წერს:

""ეს არის ქვეყანა რომელმაც არ გამახარა...საოცარი გულისტკივილით ვწერ ამ პოსტს და მინდა ყველა მკითხველმა კარგად გამიგოს...ქვეყანაში. სადაც ოსტატები არიან ბლოკის ხელოვნებით..მე არ ვიცი რომ არა რობერტ სტურუა სად ვიქნებოდი საერთოდ..დიახაც რომ რუსთაველის თეატრია ერთადერთი ადგილი, სადაც "იმის შვილი და იმის პროტექცია არ ჭრის" და ამაში ყველა მსახიობი დამეთანხმება...არცერთი ფილმი არცერთი გადაცემა არ დაგიძახებს თუ ვინმე არ გყავს, რომ პროტექცია გაგიწიოს და არ შემეკამათოს არავინ ამაში...ნუთუ არ მოგბეზრდათ ერთიდაიგივე სახეები ერთიდაიგივე ადამიანები ერთიდაიგივე საშემსრულებლო ხარისხი??? ახალი არაფერი გინდათ???იცით რომ თქვენ ადამიანის სიცოცხლის დროის მკვლელები ხართ???ისე გავიდა ჩემი ახალგაზრდობა ერთ ფილმში არ ვარ გადაღებული...არასოდეს არცერთ ნორმალურ გადაცემაში არ ვარ მიწვეული თუ არ ჩავთვლით სიცრუის დეტექტორს და პრაიმ შოუს და მანდ გამოჩენისთვისაც ისეთი დღე მომიწყვეს,რომ ლამის სიცოცხლეში მომენიჭა წამებულის ხარისხი..არცერთი ნერვი არ დამიტოვეს ჯანმრთელი რადგან ერი ავადაა..ერს უხარია სხვისი ლანძღვა.. ერს უხარია რომ გკლავს..ასეთი რამ არსად მინახავს და არც წამიკითხავს ოღონდ მართლა..თუმცა ამაზე მერე!!!ასე თუ ისე რეალობას ვერ გავექცევით მთავარ როლებს ვინც თამაშობს წამყვანი არტისტი ეწოდება მას და თან სტურუას არტისტი კიდევ რაღაცნაირად გეჩხირებათ ყელში...მე ვნახე რამაზ ჩხიკვაძე როგორ იწვა პირველ ღამით მიტოვებული შუა სცენაზე რომ გარდაიცვალა და იმის მერე ჩემი აზრი მაქვს ჩემს პროფესიაზე და მერე ვუყურებ საზღვარგარეთ როგორ ეფერებიან და ხელისგულზე ატარებენ ხელოვან ადამიანებს...არა ხართ მართალი არანაირად და ის წამი ძილის წინ-ს რომ ვეძახით თქვენში უწამობაა რადგან ფიქრი მხოლოდ გესლით გაქვთ მოწამლული..მოწამლული ფიქრი კი ნარკომანიულ დღეს და ცხოვრებას ქმნის ანუ ერთფეროვნების ჟამთა სვლას და თქვენც მიდიხართ...და მიდიხართ და ჰაერი...და მიდიხართ და ჰაერი და არაფერია ეს ჰაერი...უფერო ჰაერი.გაამდიდრეთ ხარისხი გაამდიდრეთ მაყურებელთა თვალები...მოაწყეთ დღესასწაულები ახალი სახეებით...აჩუქეთ სიცოცხლე არტისტებს და იცოცხლებს ეს ქვეყანა! პ.ს.ამ პოსტზეც ზუსტად ვიცი არცერთი ხელოვანი არ გამომეხმაურება მაგრამ ვიღაცამ უნდა თქვას სიმართლე!
სულ ესაა", - წერს ფეისბუქზე ზანგური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა