პრემიერი: საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ, ვულოცავ ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აფხაზ და ოს ხალხს ულოცავს ამ დღეს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. მინდა მივულოცო ეს დღე მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი - ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს!
აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია.
მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, დარწმუნებული ვარ, გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ, ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში", - აცხადებს ღარიბაშვილი.