"ნაცმოძრაობას" მოუწევს უახლოეს დღეებში პარლამენტში შემოსვლა - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლა მოუწევს.
მისი განმარტებით, ეს ნიშნავს მათ სისუსტეს, არათანმიმდევრულობას და მათ მარცხს.
ისინი აბრალებდნენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ თითქოს ისინი იყვნენ არასწორ პოზიციაზე, თუმცა ახლა მათ უწევთ პარლამენტში შემოსვლა. ახლა უკვე "ნაცმოძრაობას" მოუწევს უახლოეს დღეებში პარლამენტში შემოსვლა. ეს ნიშნავს მათ სისუსტეს, არათანმიმდევრულობას და მათ მარცხს", -აცხადებს კობახიძე.