"ლელოს" ადგილობრივ ორგანიზაციებში არჩევნები მიმდინარეობს
"ლელოს" თბილისის ადგილობრივ ორგანიზაცებში არჩევნები მიმდინარეობს. პარტიაში მმართველ ორგანოებს ირჩევენ, მათ შორის გამგეობებსა და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს.
მაისის ბოლომდე ჩატარდება ნაძალადევის, მთაწმინდის, გლდანის, ისნის, სამგორის და საბურთალოს რაიონული კონფერენციები.
როგორც "ლელოში" აცხადებენ, გამგეობის შემადგენლობაში აუცილებლად აირჩევიან ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი.
„შიდაპარტიულ, თანამონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით, პარტიის წევრებს ეძლევათ საშუალება კონკურენტულ გარემოში, ერთის მხრივ, საკუთარი კანდიდატურები წარმოადგინონ მმართველი ორგანოების წევრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, თავად აირჩიონ გამგეობები არაუმეტეს 7 წევრის შემადგენლობით. გამგეობის შემადგენლობაში აუცილებლად აირჩევიან ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი. სწორედ ეს გამგეობები იქნებიან ძირითადი რგოლები, რომლებიც დაგეგმავენ და წარმართავენ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, აქტიურად ჩაერთვებიან დედაქალაქის და რაიონების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მონაწილეობას მიიღებენ პარტიის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაზე“, - აცხადებენ პარტიაში.