თეგებით ძიება

"მაღაზიაში შუახნის ქალი კვერცხის ფასს დააკვირდა, საფულეში ჩაიხედა... კვერცხიც აღარ ვჭამო? ჩაილაპარაკა და კარებისკენ დაიძრა"

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს ეხება.

"წეღან, მაღაზიაში, შუახნის ქალი კვერცხის ფასს დააკვირდა - , 5,4 ლარი. გვერდით ვიდექი - საფულეში ჩაიხედა... - კვერცხიც აღარ ვჭამო? ჩაილაპარაკა და კარებისკენ დაიძრა. მერჩივნა მიწა გამსკდომოდა. თაროზე დავაბრუნე იოგურტი და მეც გამოვედი.
ჰო, ეს არაფერი განსაკუთრებული, მომავალ თვეს წავიკითხავთ ნიუსს - ფასები მხოლოდ x%_ით გაიზარდა.

და ვინ ითვლის იმათ, ვინც დღეს მშიერმა უნდა დაიძინოს? თუმცა ეგეც სტატისტიკაა...", - წერს მირცხულავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა