თეგებით ძიება

"ამ გოლეთიანმა თავზე რო გადაისვარა, ვერ ვამჩნევთ?... მამაშენის დუქანი ნუ გგონია თბილისი" - ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა "ნამოხვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე აქციას და "რიონის ხეობის მცველების" მიერ გაჟღერებულ ულტიმტუმს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ამ გოლეთიანმა თავზე რო გადაისვარა უკვე, ვერ ვამჩნევთ?ვის ემუქრება ეს ბღარი, ხვალ 1 საათამდე თუ გადაწყვეტილება არ მიიღეს დედაქალქს ჩავკეტავ და ვერავინ გადაადგილდებაოო, შენ შვილო თავში აგივარდა ეტყობა რაღაც და მამაშენის დუქანი ნუ გგონია თბილისი, რას ქვია ვერ გადავადგილდები ,აქამდე რო გაშალეთ ფრთები და არავინ ხმა უბატონოდ არ გაგცათ შეირგეთ,შენს სახლს დაარტყი ალყა და იქ ,,იბლატავე,,უყურე შეენ!!!", - წერს ჯღარკავა ფეისბუქზე.

ცნობისთვის, "რიონის ხეობის მცველები" ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ და ხვალ შუადღემდე აძლევენ დროს, რომ მათი მოთხოვნები შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებას აანონსებენ.

"რიონის ხეობის მცველები" მოითხოვენ:

შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;

დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა