ყველა ადამიანის ქმედებას გაეცემა საკადრისი პასუხი - ღარიბაშვილი გახარიაზე
ყველა ადამიანის ქმედებას გაეცემა საკადრისი პასუხი , - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექპრემიერ გიორგი გახარიაზე დასმულ შეკითხვას.
"გახარიაზე რა უნდა გითხრათ?! გუშინ გავაკეთეთ კომენტარი, ყველა ადამიანის ქმედებას გაეცემა საკადრისი პასუხი და ყველას და ყველაფერს დაერქმევა სახელი,"- ამბობს პრემიერ-მინისტრი.
გუშინ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს "ზურგში დანა დაარტყა" და 17-18 თებერვალს "ფართო გაგებით მოიტყუა."