თეგებით ძიება

"პარლამენტში შესვლით მხარდამჭერთა ძალიან დიდ რაოდენობას კარგავთ" - ლაშა ბერულავა "ნაცმოძრაობას"

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა "ნაცმოძრაობას" სოციალურ ქსელში მიმართავს და პარტიის პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ გამოდის.

"ახლა მომისმინეთ, კარგად მომისმინეთ.

არავის არაფერს ვაყვედრი, ჩემი არჩევანი იყო და ხელახლა ყველაფრის გავლის შესაძლებლობა რომ მქონდეს, ხელახლა გავივლიდი ისევ იმავე გზას.
ჩემი არჩევანი იყო, ჩემი პოლიტიკური პოზიცია გამომეხატა საჯაროდ, მეწერა სტატიები ფსევდონიმის გარეშე, საჯაროდ შევპასუხებოდი ბიძინას, ჩემი აზრით, ყველაზე დიდ და ბოროტ მონსტრს საქართველოს ისტორიაში და ამის შემდეგ მზად ვყოფილიყავი ყველანაირი შეტევის მოსაგერიებლად.
ამ გზაზე არასდროს დამიხევია უკან, არ მიყოყმანია, არასდროს ვმდგარვარ ცდუნების წინაშე: არც მაშინ, როცა დღეის გადმოსახედიდანაც კი საკმაოდ დიდი თანხა შემომთავაზეს მხოლოდ იმისთვის, რომ ფბ-ზე არ მეაქტიურა (ამას პირველად და უკანასკნელად ვამბობ საჯაროდ).
შეძლებისდაგვარად არ დავკლებივარ არცერთ თავყრილობას, აქციას, ყოველთვის მტკიცედ ვიდექი იქ, სადაც ახლაც ვდგავარ და კიდევ ერთხელ ვამბობ: არაფერს გაყვედრით, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ამ სტატუსის ავტორი მხოლოდ მე არ ვარ - უამრავი ადამიანი ჩემს ირგვლივ, იყო და არის ასე ახლაც.

მე ვიცი მათი აზრი, მე ვიცი, რა გადაიტანეს, მე ვიცი, რას განიცდიან ახლა და პირდაპირ გეტყვით (არც შანტაჟია ეს და არც ულტიმატუმი):
პარლამენტში შესვლით ამ ხალხს კარგავთ, მე და ერთ ხმას არა - მხარდამჭერთა ძალიან დიდ რაოდენობას კარგავთ და თუ გკიდიათ, დაიკიდეთ, რა პრობლემაა.

უბრალოდ, იცოდეთ: ის ყველაფერი, რაც ზემოთ აღვწერე, ღირსების საკითხი იყო და სწორედ ღირსების შეგრძნება გვაძლებინებდა.
და ღირსება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას ჩემთვის და, ზუსტად ვიცი, ბევრისთვის.
და თუ ჩვენი, ანუ, თქვენი ამომრჩევლის ღირსებას უკანა პლანზე გადასწევთ, ნება თქვენია - გაამოთ ეს მასკარადი, სახელად "პარლამენტი"...", - წერს ბერულავე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა