თეგებით ძიება

"ჩემო ვარლამ, ბოდიშს გიხდი იმ სიტყვებისათვის, რასაც ჩემი სახლის დაცვისათვის, ჩემი ეზო-გარემოს არ დატბორისათვის, ჩემთან მეწყერის არ ჩამოქცევისათვის, შენ გიწოდებენ" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი თბილისში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "რიონის ხეობის მცველს", ვარლამ გოლეთიანს ბოდიშს უხდის.

"ახალგაზრდა,
სარკის წინ ხმადაუყენებელი,
გუჩისა და ბუტის უკურტკო კაცი, მისი არაელოქვენტური ენით აპროტესტებს იმას, რომ მის ეზოს, ბაღს, ხეს, მიწაწყალს ჩაძირავენ.
აპროტესტებს ისეთი სიტყვით და ისე, როგორც იცის და გაეგება.
გიგა ბოკერია
ან ნიკა ან ერთი ან მეორე ნიკა, გინდ სათვალიანი თუ ბუტიანი
ან გიორგი ვაშაძე
ან გირჩომანები
უფრო მაგარი სიტყვაპასუხით გააპროტესტებდნენ,
სიტყვას სიტყვაში ჩააჯენდნენ და აღვიგზნებოდით.
არ უნდათ,
არ სურთ.
სამაგიეროდ კი,
ეს კაცი იმას ამბობს, რაც იცის, დაინახა, და ამბობს უბრალო სიტყვებით,
და ეძახით ხლეს თუ მთხლეს თუ რასაც ეძახით????
სულერთია ვინ აფინანსებს,
მეც იმ ერთ ადგილას მკიდია,
გინდა პუტინმა მისცეს ფული და გინდაც მარსიდან ჩამოსულმა,
კაცი აპროტესტებს ამ მონსტრუმის შენებას და ეძახით ხლლლეეს??
გინდაც აიღო ვიღაცისგან ფული.
ახლა იქ ხომ დგას და აპროტესტებს, რომ არ აშენდეს და თქვენ ეძახით მთხლეს????
ესაა საცოდავი და გადაგვარებული საქართველო.
ადგება ახლა ის კაცი და რაც მისცეს, თუკი მართლა ვინმემ რამე მისცა და ფეიკი არაა ესეც,
ადგება ახლა ის ახალგაზრდა კაცი და,
ას იმდენს აიღებს, ჩაიქნევს ხელს,
გაყიდის იმ მიწას
და მერე ხომ იტყვით, აი ნახე რა მთხლე ყოფილაო?
მაგრამ,
დაფიქრდით მერე, თუ ვინ აღმოჩნდება მთხლეც და ხლლეც.
ასეა ეს პერვერტირებული ქვეყანა.
300 დღე იყო კარვების და ქუჩის პროტესტი რეგიონებში და დღეს ვიღაცა მართლა ხლემ და მთხლემ პატარა დოკუმენტაცია მიუძღვნა, აგერ ახლა, რომ აიძულეს ხალხი სახლებში წასვლას და გრიალით მიიწევენ ბიძინისტანის გასაპრავებლად.
ხომ დაასხა მთელმა ლიდერობამ მართლა მთხლე იმ ქუჩის მოპროტესტეებს თავზე,
აი მერე გაუკეთეს პატარა დოკუმენტაცია.
ვინაა ახლა მთხლე და ხლე?
ვინ დარჩა ბოლო ბოლო გამომთხლევებული?
ქვეყანა.
საქართველო დარჩა გამოჩაჩანაკებული თუარა, ის მთხლეები შევლენ პარლამენტში, წააგებენ ოცდამეშვიდე არჩევნებს და მერე გეტყვიან, 6 თვის მერე გაზაფხულზე გავაპროტესტებთო.
ვინ იქნება ახლა ამ შემთხვევაში ხლე თუ მთხლე?
ისევ საქართველო.
არაა ფასეულობის და პრიორიტეტის ელემენტარული შეგრძნებაც კი.
რაა მთავარი, აი ამის შეგრძნება არაა.
იბრძოლო მიწის დასაცავად თუ არკვიო, ვინ მისცა ვის მაისურების და ხაჭაპურის ფული აქციისათვის?
ესაა პრიორიტეტი?
მიდი იქ 10.000 და შენია აქცია.
ილაპარაკე უფრო კარგად შენ.
ჩემო ვარლამ.
ბოდიშს გიხდი მე, აქ გერმანიიდან აი იმ სიტყვებისათვის, რასაც ჩემი სახლის დაცვისათვის, ჩემი ჭის წყალის არ დაშრობისათვის, ჩემი ეზოგარემოს არ დატბორისათვის, ჩემთან მეწყერის არ ჩამოქცევისათვის შენ გიწოდებენ", - წერს ფრანგიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა