ერი ქრება და მასთან ერთად ივანიშვილი აქრობს ჩვენს კულტურას - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გელათში მიმადინარე პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, რაც სამონასტრო კომპლექსში ხდება.
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ყურება იმისი, რაც ხდება, იმიტომ რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავდე სწორედ გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე.
მე მიყვარს საქართველო, მე მიყვარს მისი ისტორიული მემკვიდრეობა. მე მიყვარს ჩვენი საეკლესიო და ზოგადად, ჩვენი ძეგლები კულტურის, იმიტომ რომ ძალიან ვამაყობ იმით რომ ეს კულტურა შევქმენით ჩვენ როგორც ერმა და ძალიან არ მინდა ეს კულტურა გაქრეს.
ერი ქრება და მასთან ერთად ივანიშვილი აქრობს ჩვენს კულტურას. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს რეალურად, ხანდახან მგონია, რომ მას არ აქვს არც ეროვნება, არც რასაც ქვია, "ჯიგარი"- აღნიშნა სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.