თეგებით ძიება

ივანე ჩხაიძის განცხადებით, „სინოვაკის“ ეფექტიანობა „ფაიზერისას“ უტოლდება

ჩინური ტრადიციული მეთოდით დამზადებული „სინოვაკით“ ვაქცინაცია დღეიდან იწყება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, ადგილობრივი მარეგულირებლის დახმარებით, „სინოვაკით“ ვაქცინაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გარეშეა შესაძლებელი. ივანე ჩხაიძის თქმით, უახლეს დასკვნებზე დაყრდნობით, „სინოვაკის“ ეფექტიანობა „ფაიზერისას“ უტოლდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, გაიზრდება ყოველდღიურად ვაქცინირებულთა რაოდენობა. ეს ვაქცინა აქტიური აღმოჩნდა ყველა სხვა შტამის, ვირუსის მუტაციის მიმართ, რაც დღეს ჩვენში შეშფოთებას იწვევს. ამ ვაქცინას მართლაც მაღალი ეფექტიანობა აქვს. გვერდითი მოვლენები, ძირითადად, ლოკალური რეაქციებით განისაზღვრება. უმრავლეს შემთხვევაში, ესაა ინექციის ადგილას ტკივილი, შეშუპება, სიწითლე. სისტემური რეაქცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ ვაქცინების გამოყენებისას, რომელიც საქართველოში უკვე გვაქვს“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო. 21 მაისიდან საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციაცაა შესაძლებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა