თეგებით ძიება

აღარ მინდა ამ რადიკალურ ჯგუფზე, „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად ჩაიგდო თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ მათთვის თანაბრად პრობლემურია, შევლენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში.

„ნამდვილად აღარ მინდა ამ რადიკალურ ჯგუფზე, „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ისინი 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა, შემდეგ აღმოჩნდა ისე, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროკავშირის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტს. მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში, დილემის წინაშე არიან. მათი პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც მათთვის თანაბრად პრობლემურია. თავად ჩაიგდეს თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

„ნაციონალურ ოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აქტიურად მართვენ შეხვედრებს და მსჯელობენ, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. საქართველოში ჩანიშნულ შეხვედრებამდე, პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია უკრაინას სტუმრობდა. 16 მაისს, ის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად, კიევში გაემგზავრა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა